დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილს და მის მეგობარს ადგილობრივ არაბებთან კამათი მოუვიდათ, რომელიც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა და ტრაგიკულად დასრულდა.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, მათ ცხედრის გადმოსვენების თაობაზე დახმარებისთვის უკვე მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
„ვიცი, რომ ავტობუსის გაჩერებასთან მის მეგობართან ერთად მოუვიდათ ადგილობრივ არაბებთან კამათი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. გარდაცვლილს ასთმა აწუხებდა. სულ წამლით დადიოდა. მას არაბმა ხელი ჰკრა, თავი დაარტყა და ვეღარ ამოისუნთქა. მის მეგობარსაც თავს დაესხნენ. ის სავადმყოფოშია გადაყვანილი და სიცოცხლისთვის იბრძვის. როცა მეგობარმა შემთხვევის დროს მოიკითხა, აღმოჩნდა რომ უკვე გარდაცვლილი იყო. მეტი არაფერი არ ვიცით. გადმოსვენებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. გუშინ შევიტანეთ განცხადება და ორშაბათს გვეტყვიან, როდის გადმოასვენებენ ცხედარს. ერთი წელია დუბაიში იყო. კლუბში მუშაობდა. ყველანაირად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს", - აცხადებს გარდაცვლილის დედა ჟურნალისტებთან.