ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დავით ნარმანიაზე გამოქვეყნდა ის ნუსხა, რაც მისი მერობის დროს გაკეთდა. ისიც, რაც გაფუჭებული იყო და გამოსწორდა (თუნდაც ის, ათეულობით საბავშვო ბაღი „ნაც-ბუნაგებად" რომ იყო ქცეული, ძველ პროფილს რომ დაუბრუნა და არა გამარჯვებულ პარტიას)...
არადა, ტელევიზიებიდან, პრესიდან, „ბლოგერებიდან", პოლიტიკანებიდან თუ რაღაც გაურკვეველი არსებებიდან მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ოთხი - დიახ, ოთხი(!) ნაძვის ხე მოჭრა მუხანათურად და დაუნდობლად. ასევე, „კმარელ" თავისუფალ ზონელ „ლგბტ" პარტიზან მებაღე ჭაბუკს მაიმუნო ვირიშვილო უწოდა ათასი შეურაცხყოფის მოსმენის შემდეგ...
ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც პიარ სამსახურებს ხელეწიფება მ...ი ბრილიანტად შემოასაღონ მასებს ან პირიქით.
ქრისტეს გზით გივლია, დავით ბატონო, და არ გვცოდნია... ოღონდ ეგ ჩვენი ბრალი ნამდვილად არაა", - წერს მალხაზ თოფურია.