logo_geo
eng_logo
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
- +

29 ოქტომბერი. 2017. 18:06


სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.


მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სარჩელი. მოსამართლემ მოპასუხე მხარეს „რუსთავი 2"-ს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ძირითადი დავალიანების გადახდა სრულად დააკისრა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, დააკისრა მისი გადახდა, განაკვეთი შეამცირა და მისი ოდენობა განსაზღვრა 0,07 %-ით.


სამოქალაქო სარჩელით საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვდა, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ს დაეფარა სხვადასხვა ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ძირითადი დავალიანება და დარიცხული პირგასამტეხლო.


საუბარია 2004 წლიდან „საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და „რუსთავი 2"-ს შორის გაფორმებულ სხვადასხვა ხელშეკრულებაზე, მათ შორის, საიჯარო და სატელიტური სიგნალით მომსახურებაზე. ასევე საარქივო მომსახურების ხელშეკრულებასა და სუბლიცენზიებზე.


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" მოთხოვნის მიხედვით, სამაუწყებლო კომპანიას საიჯარო და სატელიტური სიგნალით მომსახურების ხელშეკრულებებით მაუწყებლის მიმართ დავალიანება შეადგენს 13 575 ამერიკულ დოლარს, საარქივო მომსახურებისთვის 100 ლარი, სუბლიცენზიისთვის 12 828 ევრო და 141 087 შვეიცარული ფრანკი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner