logo_geo
eng_logo
“არის თუ არა საქართველო მომავალი ღვინის ქვეყანა?” - The Wall Street Journal
- +

16 აპრილი. 2016. 20:46


"არის თუ არა საქართველო მომავალი ღვინის ქვეყანა?" -  სტატიას ამ სათაურით The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.


სტატიაში ჟურნალისტი ტარა იზაბელა ბარტონი საქართველოში ვიზიტის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებზე საუბრობს და წერს, რომ „საქართველო შავი ზღვის პოტენციურ ბურგუნდიად იქცა".


ჟურნალისტის მოგზაურობა ნაფარეულიდან იწყება. როგორც ტარა ბარტონი წერს,  საქართველოში ვიზიტი ადამიანის გამძლეობის გამოცდაა, რადგან აქ ჩამოსული უცხოელი ვერ აარიდებს თავს ღვინოს, ბრენდსა და ჭაჭას.


სტატიაში აღნიშნულია, რომ კახეთში მეღვინეობა ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა. ჟურნალისტი დეტალურად ყვება ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციაზეც.


„ათასობით წლის განმავლობაში მეღვინეობა კახეთში ოჯახური ბიზნესი იყო. თითქმის ყველა კახელს, რომელიც შემხვედრია, ეზოში საკუთარი ქვევრი

 

აქვს", - წერს ჟურნალისტი და იქვე დასძენს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში მეღვინეობით კომერციულ საწარმოებიც აქტიურად დაკავდნენ.


ჟურნალსიტი აღნიშნავს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს ტურისტული პოტენციალი სწრაფად ვითარდება, ულამაზესი ქვეყანა შავი ზღვის პოტენციურ ბურგუნდიად იქცა.


ნაფარეულში მდებარე ღვინის ქარხნისა და სასტუმრო "შატო შუხმანის" მენეჯერი ილია დათუნაშვილი ჟურნალისტთან საუბარში ყვება, რომ 2004 წელს საქართველოში 120 000 ტურისტი ჩამოვიდა, დღეს კი მათი რაოდენობა 6 მილიონამდე გაიზარდა.

 

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ყველა მოტივირებულია, რომ იმუშავოს", - აცხადებს დათუნაშვილი და განმარტავს, რომ საქართველო ცდილობს, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შეამციროს.


მეღვინეობის საუკუნოვანი ტრადიციების გარდა, The Wall Street Journal-ის სტატიაში საუბარია კახეთის რეგიონში მრავლად არსებულ უძველეს მონასტრებზე.


ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა ვიზიტის ბოლო დღე თელავში გაატარა, ქალაქმა მასზე განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა.


 

 

 

http://www.wsj.com/articles/is-the-country-of-georgia-the-next-great-wine-destination-1460045910

right_banner right_banner
არქივი
right_banner