logo_geo
eng_logo
ევროპაში ქარიშხალ „ჰერვარტის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
- +

29 ოქტომბერი. 2017. 20:49


ევროპაში ქარიშხალ „ჰერვარტის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციის მიხედვით, ჩეხეთში, გერმანიასა და პოლონეთში დაღუპულთა რაოდენობა ხუთს აღწევს. სტიქიის გამო გერმანიის ჩრდილოეთსა და ასევე ჩეხეთში შეწყდა მატარებლების მიმოსვლა.


ქარის გამო სამივე ქვეყნის ათასობით მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გერმანიაში წაქცეული ხეების გამო რამდენიმე ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა. მდინარეებში წყლის დონის მატების გამო ჩეხეთისა და პოლონეთის რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner