logo_geo
eng_logo
თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 140 ადამიანი დააკავეს
- +

29 ოქტომბერი. 2017. 21:11


ადგილობრივი მედიის ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად თურქეთში 48 საათში 140 ადამიანი დააკავეს. „ისლამური სახელმწიფოს" წევრობაში ეჭვმიტანილთა უმეტესობა ანკარაში აიყვანეს. ამოღებულია იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად საჭირო მასალა და პროპაგანდისტული ლიტერატურა.


სამართალდამცავებმა რეიდები რვა პროვინციაში ჩაატარეს. მათ შორის, იზმირსა და სტამბოლში. დაკავებულთა უმეტესობა სირიის მოქალაქე აღმოჩნდა.


გამოძიების ცნობით, ანკარაში დაპატიმრებულთა ნაწილი 29 ოქტომბერს დედაქალაქში ტერაქტს გეგმავდა, ხოლო სტამბოლში დაკავებული პირები, ამავე დღეს, სავაჭრო უბანში თავდასხმის მოწყობას აპირებდნენ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner