logo_geo
eng_logo
ტეხასში, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა სტუმრებს ცეცხლი გაუხსნა
- +

29 ოქტომბერი. 2017. 22:38


ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში ჰელოუინის დღესასწაულზე სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა სტუმრებს ცეცხლი გაუხსნა.


შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, მესამე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.


თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ის დაზარალებულებს იცნობდა, თუმცა თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner