ევროპულ ბაზარზე სუბლიმირებული ჩირს კომპანია „გემუანი" გაიტანს, ამის შესახებ, „საქმის კურსში" კომპანიის წარმომადგენელმა პაატა მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, პროდუქცია ნიუ-იორკში და ამსტერდამში უახლოეს 10 დღეში გაიგზავნება.
პაატა მაჭავარიანის განმარტებით, ეს არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც 100% ქართული ხილისგან შედგება.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, „გემუანი" თვის ბოლო ISO სერთიფიკატს მიიღებს.
როგორც პაატა მაჭავარიანმა გადაცემაშია აღნიშნა, საქართველოში არ არის ლაბორატორია, რომელიც ვიტამინის ტესტებს აკეთებს, რის გამო გერმანიაში, ჰოლანდიაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნები უწევთ გაგზავნა, რაც საკმაოდ დიდი ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.