logo_geo
eng_logo
მაია ასათიანი სტალინთან დაკავშირებით მომზადებულ გადაცემაზე განმარტებას აკეთებს
- +

16 აპრილი. 2016. 21:06


თოქ-შოუ "პროფილი" და მისი ავტორი მაია ასთიანი სტალინთან დაკავშირებით მომზადებული გადაცემის შესახებ გამოთქმულ ბრალდებებზე განმარტებებს აკეთებს:


"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს ადამიანები დავპატიჟეთ სტუდიაში და მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ არსებობს ასეთი ხალხი არის ის, რომ მათ ჰყავთ მიმდევრები, ადამიანები, რომლებიც სერიოზულად თვლიან, რომ იოსებ ჯუღაშვილი უნდა შეირაცხოს წმინდანად.

 

1921 წლის 25 თებერვალს თანამედროვე ტელევიზია რომ ყოფილიყო და მე კოჯრის მისადგომებთან ჩართვაზე ვმდგარიყავი-დავარღვევდი ყველა პროფესიულ სტანდარტს და ვიქნებოდი იქ სადაც ჩემი ქვეყნის პოზიციაა! დიახ, ხუთშაბათს მე, მაია ასათიანმა სრუ გონებაზე მყოფმა, წინასწარ განზრახვით დავარღვიე ყველა პროფესიული სტანდარტი...

 

ვიყავი ზედმეტად ემოციური და მიკეძოებული და ასეთი ვიქნები ყოველთვის, როცა საქმე საბჭოთა საქართველოში დაბრუნებას ეხება! დგება მომენტი, როცა ჩვენ ჯერ მოქალაქეები ვართ და შემდეგ ჟურნალისტები! პ.ს. თქვენ იყავით მშვიდად ბატონებო, როცა ნახევრი დარბაზი, მათ შორის ახალგაზრდები, სრული სერიოზულობით გიმტკიცებს, რომ ძია სოსო წმინდანი და რუსეთი მხსნელია! მე ეს არ შემიძლია და მე მგონი ეს ის დროა როცა ბრძოლაა საჭირო, ჰოდა ვიბრძოლებ!", - ნათქვამია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner