ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის Björk-ის კონცერტებზე დასასწრები ბილეთები რეკორდულად ბევრ ქვეყანაში გაიყიდა.
Björk-ის კონცერტებზე დასასწრებად მსმენელი საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოვა.
ორგანიზატორების ცნობით, ელექტრონული ბილეთების შეძენა რეკორდულად ბევრი ქვეყნიდან დაფიქსირდა. 31 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ბილეთების 16% საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდა.
Björk-ის მოსასმენად თბილისში ჩამოვლენ როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან.
ორგანიზატორების განცხადებით, თბილისში დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთი ისტორიის მანძილზე პირველად შეიძინეს მადაგასკარსა და მავრიტანიაში. ისლანდიელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველთა მონაცემები, ქვეყნების მიხედვით ასეთია - საქართველო - 83, 93 %, რუსეთი - 6, 74%, აზერბაიჯანი -1,39, სომხეთი - 1,29%, გერმანია - 0,83%, დიდი ბრიტანეთი -0,65%, ისრაელი - 0,65%, თურქეთი - 0,55%, უკრაინა - 0,55%, ყაზახეთი - 0,46%, არაბთა გაერთიანებული საემიროები - 0,28%, ბელგია - 0,28%, ჰოლანდია - 0,28%, ამერიკის შეერთებული შტატები - 0,28%, ჩინეთი - 0,18%, საფრანგეთი - 0,18%, საბერძნეთი - 0,18%, იტალია - 0,18%, სამხრეთ კორეა - 0,18%, მავრიტანია - 0,18%, პოლონეთი - 0,18%, სერბეთი - 0,18%, ავსტრია - 0,09%, ბელარუსი - 0,09%, ესპანეთი - 0,09%, მადაგასკარი - 0.09%.
ამ დროისთვის ისევ გაყიდვაშია 31 ოქტომბრის კონცერტზე დასასწრები ბილეთები, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. (ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.ge -ზე ან თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში. ფასი: 200 ლარიდან)
„ორივე კონცერტზე, ისლანდიელი ვირტუოზი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს „Vulnicura"-ს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარუდგენს. „Vulnicura" თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე პერსონალური და გულწრფელი ნამუშევარი უწოდეს. კონცერტები მოიცავს არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც, მისი მუსიკალური წარსულიდან. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ შესრულდება ახალი სიმღერებიც", - განაცხადეს ორგანიზატორებმა.
კონცერტების წარმდგენი მუსიკალური პლატფორმა SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი „ROOMS HOTELS"-ია.