ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალფონსო დასტისის განცხადებით, მიმდინარე კრიზისის შედეგად კატალონიამ, შესაძლოა, ავტონომიის გაფართოებას მიაღწიოს.
„მე გამოვრიცხავ დამოუკიდებლობას, მაგრამ ავტონომიის გაფართოება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ რეგიონს არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართო უფლებამოსილებები და შესაძლებლობები აქვს", - განაცხადა ალფონსო დასტისმა.