logo_geo
eng_logo
ზაალ კასრელიშვილი: პოლიტიკოსთა რეიტინგი მათი საქმიანობის მიხედვით უნდა განისაზღვრებოდეს და არა ვიზუალით
- +

16 აპრილი. 2016. 21:15


„პოლიტიკოსთა რეიტინგი მათი საქმიანობის მიხედვით უნდა განისაზღვრებოდეს", - ამის შესახებ „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილმა „რეპორტიორთან" ინტერვიუში NDI-ის კვლევებზე საუბრისას განაცხადა.


„ჩვენთვის უცნობია, რა კატეგორიის ადამიანებში და რომელ რეგიონში ჩატარდა გამოკითხვა. რას ნიშნავს - მოგწონთ? შეიძლება გარეგნულად უფრო სიმპათიური იყოს ალასანია და ბაქრაძე, თუმცა კვირიკაშვილი და ნათელაშვილიც არ არიან არასიმპათიურები. უცნობია, რა ფორმით იქნა ეს კითხვა დასმული. პოლიტიკოსთა რეიტინგი უნდა განისაზღვრებოდეს არა სიმპათია-ანტიპათიის, არამედ მათი საქმიანობის მიხედვით", - ამბობს ზაალ კასრელიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner