გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე 19 თებერვალს გაზეთ „გურიის მოამბეში" გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„მინდა გამოვეხმაურო გაზეთ „გურიის მოამბეში" გამოქვეყნებულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი, როგორც გუბერნატორის მხრიდან არასოდეს არავითარი სახელმწიფო სახსრების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა და „გაზეთ გურიის მოამბეს" საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
სტატიაში ასახული ფაქტები, თითქოსდა ჩემი სიდედრი ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაკრძალეს სიმართლეს არ შეესაბამება. ა.ა.ი.პ. „ოზურგეთის სერვის ცენტრი"-ს თანამშრომლები არ არიან დაკავებულნი ჩემს საკარმიდამო ნაკვეთში არანაირი სამშენებლო და სასოფლო სამეურნეო სამუშაოებით.
აბსურდულია ის ფაქტიც, რომ კომპანია "სოკარმა" სოფელ ბოხვაურში ჩემს ოჯახში გაზი შეიყვანა და ამის გადამოწმება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ძალიან მარტივია.
ასევე, არ გამაჩნია თხილის პლანტაციები, რომელზედაც „გურიის მოამბის" გამოქვეყნებულ სტატიაში იყო საუბარი. არ ვაპირებ ცილისწამებლურ განცხადებაზე დავწვრილმანდე და მზად ვარ ნებისმიერ დროს ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი პირადად გავცე", - ნათქვამია გია სალუქვაძის განცხადებაში.
http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=15909#.Vsde-u0h3yw.facebook