logo_geo
eng_logo
რომის პაპმა იტალიაში, 12 სირიელი მიგრანტი თან წაიყვანა
- +

16 აპრილი. 2016. 21:43


რომის პაპმა ფრენცისკე პირველმა, საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა ბანაკი მოინახულა და სამი ოჯახი, მათ შორის 6 ბავშვში, ვატიკანში თან წაიყვანა.


12-ივე მიგრანტი მუსლიმია და მათ სირია სახლის დაბომბვის შემდეგ დატოვეს. როგორც ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პონტიფიკოსს სურს ამ ჟესტით მიგრანტებს დაანახოს, რომ ევროპა მათ მიმართ კეთილგანწყობილია.


რომის პაპის ვიზიტის დროს 200-მდე მიგრანტმა აქცია გამართა. ისინი დეპორტაციის შეჩერებასა და ევროპის საზღვრების გახსნას ითხოვენ.


ამ დროისთვის, კუნძულ ლესბოსზე, დაახლოებოთ 3000-მდე მიგრანტია ჩარჩენილი, რომლების უმეტესობასაც ისევ  თურქეთში დააბრუნებენ, საიდანაც ისინი ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ.


როგორც ვატიკანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომის პაპის ვიზიტი მხოლოდ ჰუმანიტრაულ ხასიათს ატარებს და უნდა იქნას განხილული, როგორც პონტიფიკოსის მხრიდან ევროკავშირის გადაწყვეტილების კრიტიკად, მიგრანტების მასიური დეპორტაციის შესახებ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner