logo_geo
eng_logo
არსებობს თუ არა მტკვრის მოვარდნის საფრთხე?
- +

16 აპრილი. 2016. 21:47


თურქეთში ერთ-ერთი ჰესის დაზიანების გამო, მტკვარზე წყლის დიდი ნაკადის მოვარდნაა მოსალოდნელი. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ჰესზე. ამის შესახებ ინფორმაციას „მარშალპრესი" ავრცელებს.


მიმდინარეობს სამუშაოები და დაზიანების შეჩერებას ცდილობენ. როგორც „მარშალპრესს" აცნობეს, თურქეთის ახალციხეზე გამავალი მდინარე ფოცხოვით უკავშირდება მტკვარს. ადგილობრივი მცხოვრებლის ინფორმაციით, ახალციხის რაიონში მდინარის სანაპირო ზოლზე პატრული დადის და მოსახლეობას აფრთხილებს.


როგორც ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების მართვის სამსახური სამსახურის უფროსმა ბესარიონ დათიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის ჰესის ავარიის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა:


„დაზიანება რომ ყოფილიყო გვეცოდინებოდა. ეს არის გეგმიური გამოშვება. იქ მივდივარ, მოგვიანებით ზუსტი ინფორმაცია მექნება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გუშინდელთან შედარებით, მტკვარი 17 სანტიმეტრით არის მომატებული. სასიგნალო ნიშნულს, რომ განგაში გამოვაცხადოთ, აკლია ძალიან ბევრი. სასიგნალო ნიშნული კი 30 სანტიმეტრია. გეგმიური სამუშაოები ყველა ჰესზე ტარდება - ეს არის წყლის გეგმიური გაშვებები. ავარია არ ყოფილა. ავარიის შემთხვევაში, ყველას ეცოდინებოდა. სავარაუდოდ, თურქული ჰესია, მივდივარ და გავარკვევ. გავყვები მტკვარს ბოლომდე და ვნახავ. გუშინ, გორიდან დარეკეს, იყო პანიკა, რომელიც აღმოჩნდა უსაფუძვლო, რადგან წყლის დონე არ იყო მომატებული", - განაცხადა ბესარიონ დათიშვილმა.


როგორც საგანგებო სიტუაციების პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, სამსახური საგანგებო რეჟიმზე არის გადასული, თუმცა პანიკის საფუძველი ამ დროისთვის არ არსებობს. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner