logo_geo
eng_logo
გიორგი გოგაძე: სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინიდან ქმედით ღონისძიებებს ველოდებით
- +

30 ოქტომბერი. 2017. 21:08


მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა დამნაშავე მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს. მისი თქმით, პროკურატურას რომ არ ჰქონდეს შესაბამისი საფუძველი, საექსტრადიციო მოთხოვნას არც გაგზავნიდა.

 

„მივმართეთ სამჯერ უკრაინის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და ველოდებით მათგან ქმედით ღონისძიებებს. შესაბამისი საფუძვლები რომ არ არსებობდეს, რა თქმა უნდა, არ გავაგზავნიდით. იქ იყო მოქალაქეობის მოტივი, რა მოტივიც აღარ არსებობს. საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რათა ყველა ის პირი, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე, წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე", - განაცხადა გოგაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner