logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: რა ვადებში განიხილავს უკრაინა სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნას, მათი კომპეტენციაა
- +

30 ოქტომბერი. 2017. 18:00


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების ვადები მხოლოდ უკრაინული სახელმწიფოს კომპეტენციაა. მინისტრის თქმით, უკრაინაში გაგზავნილი დოკუმენტაცია ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილების მყარ საფუძველს ქმნის.


„ყველანაირი დოკუმენტაცია და მოთხოვნები არის გადაგზავნილი. როგორც იცით, 2014-2015 წლებში უარი შემოვიდა ჩვენს მოთხოვნებზე. ბოლოს მოთხოვნილ იქნა კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ კვლავ ძალაში იყო ჩვენი ექსტრადიციის მოთხოვნა, რაც რამდენიმე ხნის წინ გაკეთდა, მაგრამ ამ დღეებში რაიმე სიახლე არ ყოფილა. ჩვენს მოთხოვნას როგორ განიხილავს უკრაინული მხარე, რა ვადებში და რა მეთოდით, ეს არის მთლიანად უკრაინული სახელმწიფოს კომპეტენცია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


შეგახსენებთ, რომ პარტია „ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა მის დასაკავებლად და შემდგომში საქართველოში ექსტრადირებისთვის დოკუმენტებს ამზადებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner