ავტორი გიორგი კინტირაია
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის ახლად შექმნილ გუნდთან თბილისის ახალ სპორტის სასახლეში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და 4:0 გაიმარჯვა.
შეხვედრა ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა. მეტოქის კარის აღება კაკაბაძემ, სებისკვერაძემ, ჭანუყვაძემ და კობაიძემ მოახერხეს. გერმანელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქართველებმა საკუთრი კარი სუფთად შეინახეს.
დღევანდელი შეხვედრა უკანასკნელი სანაკრებო მატჩი იყო ალე ძაბირაძისთვის და გოგა ალთუნაშვილისთვის. ძაბირაძისთვის ეს შეხვედრა ნაკრების მაისურით კარიერაში 67-ე გამოდგა, რომლებშიც მეტოქეთა კარი 24-ჯერ დალაშქრა, გუნდის კაპიტნისთვის, ალთუნაშვილისთვის კი, დღევანდელი დაპირისპირება 52-ე იყო და მან სანაკრებო კარიერა აქტივში 21 გოლით დაასრულა.
საქართველოსა და გერმანიის ფუტსალის ნაკრებების მეორე ამხანაგურ შეხვედრას თბილისის სპორტის სასახლე 17 აპრილს, 18 საათზე უმასპინძლებს და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.