logo_geo
eng_logo
ძლიერი ქარის შედეგად პარალიზებულია თბილისის რამდენიმე ქუჩა
- +

16 აპრილი. 2016. 21:54


თბილისის რამდენიმე ქუჩა ძლიერი ქარის გამო პარალიზებულია. ყველაზე მძიმე მდგომარეობა დიდუბეში შეიქმნა.


ძლიერი ქარის შედეგად წაიქცა ხე, რომელმაც 4 ავტომობილი დააზიანა, ასევე დააზიანა ელექტროსადენები, თუმცა დაშავებულები არ არიან.


კერესელიძის ქუჩის მსგავსად, მოძრაობა წერეთლის 91 ნომერთანაც იყო შეზღუდული, სადაც ძლიერი ქარის შედეგად წაიქცა ხე, რომელმაც დააზიანა სამი ავტომობილი და დაშავდა ერთი მამაკაცი.


დაშავებულ მამაკაცს გაეწია პირველადი სამედიცონო დახმარება. თუმცა, მას საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner