Euronews-ის ინფორმაციით, იტალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძრის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი სუზას ხეობაში მძვინვარებს. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, 10 ოქტომბრის შემდეგ რეგიონში ხანძრის 300 კერა დაფიქსირდა. სიტუაციას მშრალი ამინდი და ძლიერი ქარი ართულებს.
ხანძართან ბრძოლაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების გარდა სპეციალური ტექნიკაა ჩართული.