logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ირაკლის ისრაელში ვიზიტს ძალიან კარგი შეფასებები მოჰყვა ადგილობრივ მედიაში!
- +

31 ოქტომბერი. 2017. 00:31


„ირაკლის ისრაელში ვიზიტს ძალიან კარგი შეფასებები მოჰყვა ადგილობრივ მედიაში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში წერს და სტატუსს ისრაელის პრესაში გავრცელებული სტატიიდან ამონარიდს აქვეყნებს.

 

„რამდენიმე სიტყვა მედიის შეფასებებიდან:

 

25-26 ოქტომბერს ისრაელის რამდენიმე მედიასაშუალება მკითხველს აუწყებდა, რომ ქვეყანას საქართველოდან სტუმრობდა 39 წლის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ძალიან ჰგავდა ახალგაზრდა ევროპელ ლიდერებს - საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და ავსტრიის კანცლერს სებასტიან კურცს.

 

„კობახიძე გამოიყურება როგორც ბრწყინვალე სტარტაპისტი და რომ არა მისი პერანგი და ჰალსტუხი, რთული იქნებოდა მისი გარჩევა რიგითი ახალგაზრდა სტარტაპისტისგან. ისრაელელი რომ ყოფილიყო, ალბათ ჰაი-ტეკის მიმართულებით წავიდოდა. თუმცა როგორც ამაყი ქართველი, ამჯობინებს ქვეყნის სასიკეთოდ სახელმწიფოებრივი ხაზით წასვლას", - წერს მილიონნახევრიანი აუდიტორიის მქონე ყოველდღიური გამოცემა Israel Hayom.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner