„პრეზიდენტობისას საქართველოში ათასობით ბიზნესი იყო - ყოველ მათგანს ხელს ვუწყობდი", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებდა მოდულის შენობაში ხელბორკილებით მიყვანას ბიზნესმენების, იქ ევროპული სტანდარტების საძინებელ კამერაში ღამის თევას, განსაკუთრებულ შემთხვევებში მასაჟსაც და ბოლოს ღამის ოთხ საათზე მომსახურებით „კმაყოფილი" ბიზნესმენები სიხარულით უფორმებდნენ ყველაფერს მაღალჩინოსნებსა და მათ ნათესავებს... ბიზნესის მხარდაჭერის სუპერ პროგრამას ახორციელებდა ცხონებული..." - წერს ცაგურია.