logo_geo
eng_logo
სომხეთში მძევლად აყვანილი სამი წლის ბავშვი გათავისუფლებულია
- +

31 ოქტომბერი. 2017. 03:05


სომხეთში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად მძევლად აყვანილი სამი წლის ბავშვი გათავისუფლებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო News.am-ი ავრცელებს.


რაც შეეხება თავდამსხმელს, მან დანით თვითდაზიანება მიიყენა. ის ჰოსპიტალიზებულია და მას ოპერაცია უტარდება.


ბავშვი უვნებელია, თუმცა მასთან ამჟამად ფსიქოლოგები მუშაობენ.


გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელთან მოლაპარაკებებში მისი ყოფილი ცოლი მონაწილეობდა. პოლიციამ ბავშვი ბაღის შტურმის შედეგად გაათავისუფლა.


შეგახსენებთ, სომხეთის ქალაქ არმავირში დანით შეიარაღებული მამაკაცი საბავშვო ბაღს თავს დაესხა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლად სამი წლის ბავშვი დაიტოვა, დანარჩენები კი გაათავისუფლა. სომხური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი საბავშვო ბაღის დირექტორის ყოფილი სიძეა, რომელიც ყოფილ ცოლთან და ბავშვთან შეხვედრას ითხოვდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner