logo_geo
eng_logo
კახეთის რეგიონში საშემოდგომო თესვის სამუშაოები მიმდინარეობს
- +

31 ოქტომბერი. 2017. 11:55


 

კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორის" ტექნიკა საშემოდგომო თესვის სამუშაოებს ახორციელებს.


2,200 ჰექტარ მიწის ფართობზე უკვე დათესილია თავთავიანი კულტურა  (ხორბალი, ქერი).


სამუშაოები აქტიურად გრძელდება შირაქის ველზეც, სადაც 20 ჰექტარ მიწის ფართობზე ხორბალი დაითესა.


საშემოდგომო თესვის სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის" დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 95 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული.


საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება  სამუშაო პროცესში.


შპს „მექანიზატორი" მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner