logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: საქართველოს მოქალაქე მეტად დაცული უნდა იყოს!
- +

16 აპრილი. 2016. 21:58


„ტიპმა" რაღაც იღადავა და მინიმუმ 7 წლიანი „სროკი" ემუქრება. კანონი შესაცვლელია", - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი უძილაური „თბილისის ფორუმის" ერთ-ერთი მომზმარებლის, სულხან წულაძის დაპატიმრებაზე საუბრისას აცხადებს. როგორც უძილაური სოციალურ ქსელში წერს „ეს კაცი საქართველოს მოქალაქეა და დასაცველია შეუსაბამო სასჯელისგან..."

 

„...და საქართველოს მოქალაქე მეტად დაცული უნდა იყოს. არცერთ ქვეყანაზე ნაკლებ ქვეყანად არ მიმაჩნია საქართველო. არ ვცნობ არც ზესახელმწიფოებს და არც ქვესახელმწიფოებს. ჩვენმა მოქალაქემ იღადავა, ამერიკის ელჩი შეშფოთდა და ამის გამო კაცი „7 წლიანზე" წავიდეს? კანონი ითვალისწინებს? ესეიგი ცუდი კანონია.

 

ღადაობა 7 წელი არ ღირს, არც ზესახელმწიფოებისთვის. მოქალაქეს ღადაობის უფლებაც აქვს. სად არიან არასამთავრობოები? ვერ ხედავენ შეუსაბამობას? თუ რადგან ამერიკაა, გაისუსენ? რუსეთზე ღადაობისთვის რომ დაეკავებინათ, ასევე გაისუსებოდნენ? არ მაინტერესებს არასამთავრობოები. ეს კაცი საქართველოს მოქალაქეა და დასაცველია შეუსაბამო სასჯელისგან... კანონი კი შესაცვლელია. კანონი იწერება ქვეყნის მოქალაქეებისთვის", - წერს გიორგი უძილაური.


„თბილისის ფორუმის" ერთ-ერთი მომხმარებლის, სულხან წულაძეს ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner