ავტორი გიორგი კინტირაია
ლაშა ტალახაძემ ევროპული რეკორდი დაამაყარა. ნორვეგიულ ფორდეში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა თითო ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+105) გახდა, ვიცე-ჩემპიონი კი - ანასტასია გოტფრიდი (+75).
ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატის ტიტულის მოპოვებასთან ერთად, რეკორდიც დაამყარა. მან ჯამში 463 კგ (ატაცში 212 კგ, აკვრაში 251 კგ) დაძლია. ქართველმა ძალოსანმა სომეხ გორ მინასიანს 21 ქულით აჯობა. გოტფრიდი კი, რომელმაც 249 კგ დააფიქსირა, მხოლოდ 1 კგ-ით ჩამორჩა ჩემპიონს.
ლაშა ტალახაძე რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ევროპის ჩემპიონის ტიტულით გაემგზავრება.