logo_geo
eng_logo
გერმანიის შს მინისტრი: მასშტაბური ტერაქტი აღვკვეთეთ!
- +

31 ოქტომბერი. 2017. 23:53


 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაიზერმა განაცხადა, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად მასშტაბური ტერაქტის აღკვეთა მოხერხდა.


„დიდი მადლობა სპეცსამსახურებს, რომელთაც დაუზარელი შრომის შედეგად, მოახერხეს მისი ადგილმდებარეობის დადგენა. როგორც ირკვევა, იგი ტერაქტისთვის რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებას გეგმავდა, რისთვისაც აუცილებელი მასალა მას უკვე შეძენილი ჰქონდა. ამ მასალის ნახევარზე მეტი ონლაინ, ინტერნეტით შეიძინა", - განაცხადა ტომას დე მაიზერმა.


დღეს დილით გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 19 წლის პირი იამენ ა. კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. იგი სირიის მოქალაქეა. ეჭვმიტანილი რადიკალური ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფების, თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგიური მიმდევარია.


ჯერჯერობით, უცნობია, ჰყავს თუ არა ეჭვმიტანილ პირს გერმანიაში თანამზრახველები. ასევე, უცნობია, გერმანიის რომელი ქალაქი ჰქონდა მას შერჩეული ტერაქტის სამიზნედ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner