logo_geo
eng_logo
კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
- +

31 ოქტომბერი. 2017. 23:57



თბილისის კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში, მუსიკოსების ბელა მახარაძე-ბურკემერისა და უვე ბურკემერის მონაწილეობით  საქველმოქმედო კონცერტი ,,გული გულისათვის" გაიმართა, რომელიც   შეზღუდული შესაძლებლობის მოზარდთა, მიშიკო სხვიტარიძისა და გიგლა გურიელის დასახმარებლად ჩატარდა.


შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა ქალაქ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ბესიკ ქარცივაძე და მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის.


შემდეგ სცენაზე ავიდნენ ბელა და უვე ბურკემერები, რომლებმაც ულამაზესი საღამო აჩუქეს მსმენელს. დასასრულს ბელა ბურკემერმა მიშიკო სხვიტარიძესთან ერთად სიმღერა შეასრულა.


ღონისძიება  რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნეს- განვითარების ასოციაციის და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით გაიმართა. საღამოს ორგანიზატორია ჟურნალისტი თამარ ლამპარაძე.


აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.


 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner