შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განმარტებით, ჭკვიანი კამერების ერთ-ერთი დატვირთვა იქნება იმ ავტომობილების იდენტიფიცირება, რომლებიც სავალდებულო ტექდათვალიერების გავლას ექვემდებარებიან და არ გაიარეს ის. ამის ესახებ ხუციშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა. ხუციშვილის თქმით, საპატრულო პოლიცია აღსრულების პროცესში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩაერევა.
„ჩვენ ამაზე უკვე აღარ დავხარჯავთ საპატრულო პოლიციის რესურსს და აღსრულება უკვე მოხდება ტექნოლოგიების გამოყენებით", - განაცხადა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პირველი ნოემბრიდან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" თანახმად ვიდეო ჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება. ასევე ხვალ თბილისში, გორში, ხაშურში, ქუთაისსა და ბათუმში ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კამერები ამუშავდება.