logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: ტოლერანტობა ევროპის სულია
- +

1 ნოემბერი. 2017. 02:18



გერმანიის პროტესტანტული რეფორმაციის 500 წლისთავთან დაკავშირებით, ვითენბერგში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სიტყვით გამოვიდა. კანცლერმა სხვადასხვა რელიგიური ჯგუფისადმი ტოლერანტულ დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროპის საფუძველი დღეს სწორედ შემწყნარებლობაა.


„ჩვენ ისტორიამ გვასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია ტოლერანტული დამოკიდებულება ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელთა მიმართ და რამდენად საშიშ შედეგამდე მიდის კაცობრიობა, თუ ამას უგულებელყოფს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია რწმენა სხვა ადამიანისთვის, პატივი უნდა ვცეთ იმას, რისიც სხვას სწამს და არ გავდევნოთ ამისთვის", - განაცხადა ანგელა მერკელმა.


გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ თანამედროვე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოების კონსტიტუცია სწორედ რელიგიურ თავისუფლებას ეფუძნება, რაც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს.


31 ოქტომბერს, გერმანიაში ის ისტორიული დღე აღნიშნეს, როცა მარტინ ლუთერმა, 1517 წელს ვიტენბერგში ყველა ეკლესიის კარზე 95 თეზისი გააკრა. ლუთერი ვატიკანს დაუპირისპირდა. იგი ამტკიცებდა, რომ ქრისტიანი ადამიანი სასუფეველს არა რომის პაპის ინდულგენციებით, არამედ ძლიერი რწმენითა და სინანულით დაიმკვიდრებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner