logo_geo
eng_logo
დღეიდან თბილისის გზებზე ჭკვიანი კამერები ჩაირთვება!
- +

1 ნოემბერი. 2017. 03:27


 

1-ელი ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება.


ახალი ვიდეოანალიტიკური პროგრამა აფიქსირებს:


მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებას;

 

შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას;

 

ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას;

 

სიჩქარის გადაჭარბებას;

 

მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას;

 

პროგრამა, ამ დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, ჯარიმას ავტომატურად გამოწერს.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.


წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერის დამონტაჟება იგეგმება.


გარდა ამისა,ხვალიდან ამოქმედდება ჯარიმების გადახდის ახალი სისტემაც.


კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი, რომლის ფარგლებშიც ჯარიმებზე ფასდაკლება მოქმედებს.


თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner