logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: პრობლემა აქვთ მდუმარე უფლებადამცველებს, რომელთა თვალწინაც უმწეო ადამიანებს ამასხარავებენ!
- +

17 აპრილი. 2016. 01:43


"პრობლემა აქვთ მდუმარე უფლებადამცველებს, რომელთა თვალწინაც უმწეო ადამიანებს ამასხარავებენ", - ასე ეხმაურება პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სტალინის შესახებ მომსაზებულ გადაცემა "პროფილს". როგორც მაღლაფერიძე წერს, უმწეო ადამიანების დაცინვით ევროპისკენ ვერ წავალთ.


„უმწეო ადამიანების დაცინვით ევროპისკენ კი არ წავალთ, არამედ სულ სხვა, ძალიან ცუდი მიმართულებით. გადაცემის წამყვანი კი არ არის პრობლემა (რასაც მისი გემოვნება და ინტელექტი სწვდება, იმას აკეთებს), პრობლემა გვაქვს საზოგადოებას, რადგან ასეთ გადაცემებს ჩვენში გასავალი აქვს; პრობლემა აქვს, ვისაც ჰგონია, რომ ასეთი გადაცემების გაშვება მოსულა; პრობლემა აქვს, ვისაც ეს მარაზმი სიტყვის თავისუფლების გამოხატულება ჰგონია; პრობლემა აქვთ მდუმარე უფლებადამცველებს, რომელთა თვალწინაც უმწეო ადამიანებს ამასხარავებენ. პრობლემა აქვთ იმ ექსპერტებს და პოლიტიკოსებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ასე უნდა პროდასავლური კურსის პოპულარიზაცია და სტალიზმთან ბრძოლა. ვისთვისაც რეიტინგისთვის ასეთი უმსგავსო სანახაობის დადგმა მოსულა, ის სხვისი პირადი ცხოვრების თვალთვალით სიამოვნებაზე არ იტყვის უარს. თუ საზოგადოება ასეთი ამორალური კანიბალიზმისგან თავის დაცვას არ ისწავლის, ჩვენში ჰუმანიზმი მოკვდება საბოლოოდ და კაციჭამიობა არსებობის წესად იქცევა. ჩვენ P.S. ისე იმ დასავლეთში, საითკენაც ვითომ ეს ე.წ. სტალინიზმთან მებრძოლები მიეშურებიან, ასეთი პროდუქციის წარმოებისთვის ღდინს გააცლიდნენ. გაიკითხოს, ვისაც არ სჯერა", - წერს ვასილ მაღლაფერიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner