ნიუ-იორკში სროლის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
შემთხვევა მანჰეტენზე მოხდა. ბოროტმოქმედი დაკავებულია. პოლიციას ოფიციალური განცახდება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
თვითმხილველების ცნობით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ჯერ სკოლის ავტობუსს შეეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა.