logo_geo
eng_logo
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
- +

1 ნოემბერი. 2017. 03:16


 

აშშ-მა ირანის 31 მოქალაქეს, კომპანიებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა, მათ შორის ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


უწყების განმარტებით, ამკრძალავი ზომები თეირანის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის მცდელობასა და ტერორზიმის მხარდაჭერას უკავშირდება.


სანქციების სიაში მოხვედრილ პირებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ. ამასთან, მათი აქტივები გაიყინება. კომპანიებს კი ვაშინგტონთან სახელმწიფო კონტრაქტებში მონაწილეობა ეკრძალებათ.


რამდენიმე დღის წინ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანი თავის სარაკეტო პროგრამას არ შეწყვეტს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner