აშშ-მა ირანის 31 მოქალაქეს, კომპანიებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა, მათ შორის ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების განმარტებით, ამკრძალავი ზომები თეირანის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის მცდელობასა და ტერორზიმის მხარდაჭერას უკავშირდება.
სანქციების სიაში მოხვედრილ პირებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ. ამასთან, მათი აქტივები გაიყინება. კომპანიებს კი ვაშინგტონთან სახელმწიფო კონტრაქტებში მონაწილეობა ეკრძალებათ.
რამდენიმე დღის წინ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანი თავის სარაკეტო პროგრამას არ შეწყვეტს.