logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის სასახლეში პანკისელი ბავშვების ფოტოგამოფენა მოეწყო
- +

20 თებერვალი. 2016. 19:32



საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს  პანკისელი ბავშვების ფოტოგამოფენა გაიმართა.


გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების ავტორები საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის მონაწილე ბავშვები არიან, რომლებმაც ნამუშევბრები თბილისში ჩამოიტანეს.


„გამოფენაზე მოწვეულები არიან თბილისის და რუსთავის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, რაც ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მათ თავიანთი თანატოლების თვალით დანახული პანკისის ხეობა ნახონ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდმა.


პროექტი, რომელსაც ფოტოკლუბი „ბერთი"  საქართველოს პრეზიდეტნის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ახორციელებს, პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ფოტოსახელოსნოს მოწყობასა და ფოტოხელოვნების შესწავლას ითვალისწინებს.


პროექტის ფარგლებში 26 ბავშვმა 6 თვის განმავლობაში გაიარა ფოტოხელოვნების კურსი. პროექტის ხელმძღვანელია ფოტოხელოვანი ნათელა გრიგალაშვილი.


გამოფენის შემდეგ თბილისისა და რუსთავის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე თვეა, პრეზიდენტის სასახლეში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ექსკურსიები  ეწყობა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner