ვებ-გვერდი "მართლმადიდებელი" გადაცემა „პროფილში" მიწვეულ მამა ილარიონ სამხარაძის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ფსიქიკური პრობლემების გამო მას შეჩერებული აქვს მღვდელთმსახურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მამა ილარიონ სამხარაძის გადაცემაში მიყვანა, ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება.
„ყურადღება - ილარიონ სამხარაძეს შეჩერებული აქცვს მღვდელმოქმედება ფსიქიური პრობლემების გამო და ტელევიზიაში მისი მიყვანა და საჯაროდ დაცინვა ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციის საქმეს!" - წერს გვერდი სახელწოდებით "მართლმადიდებელი".
შეგახსენებთ მამა ილარიონ სამხარაძე გადაცემა „პროფილში" მიიწვიეს, როგორც სტალინის მიმდევარი, რასაც საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება მოყვა.