logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ჩვენი გუნდი საქმეზეა ორიენტირებული და არა პიარზე
- +

1 ნოემბერი. 2017. 16:00


„ზოგადად ჩვენი გუნდი და მერიაც, მათ შორის, საქმეზეა ორიენტირებული და არა პიარზე", - ამის შესახებ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აცხადებს.

 

„გახსოვთ, ადრე როგორ იყო, სანამ გზის დაგებას დაიწყებდნენ, მანამდე კეთდებოდა პიარი. მერე - სამუშაოების დასაწყისში, შემდეგ - შუაში, მერე ბოლოსკენ და საბოლოოდ დასასრულს. იყო შემთხვევები, როცა გზას გახსნიდნენ და გზა არ იყო.

 

ჩვენ იმდენად ბევრი საქმე გავაკეთეთ, რომ ყოველდღიურად რომ პიარი გვეკეთებინა, სხვა რამისთვის ვეღარ მოვიცლიდით. ამიტომ საქმეზე უფრო ვიყავით ორიენტირებული, შუქდებოდა მიმდინარე პროექტები, მაგრამ ნეგატიურად გადატვირთული საინფორმაციო სივრცის ფონზე გაკეთებული პოზიტიური საქმეები უკანა პლანზე ინაცვლებდა. ეს არის მთავარი პრობლემა, ჩვენი აზრით, აქტიურ პიარკამპანიას არ ვაწარმოებდით.

 

მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს. შეიძლება ტელევიზიით ვერ ნახა ან ვერ მოისმინა, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ახალი ავტობუსით არ იმგზავრებს, არ არსებობს ადამიანი, რომელიც განახლებული მეტროთი არ ისარგებლებს, თავისუფლების მოედანზე გაივლის და ორმხრივ მოძრაობას არ შენიშნავს, ვიღაცა აუცილებლად პეკინზე გაივლის. არ არსებობს ადამიანი, რომელიც გამწვანებულ სივრცეს ვერ დაინახავს. ადამიანები ხედავენ ამ ყველაფერს და სწორად აფასებენ", - აცხადებს ნარმანია.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner