logo_geo
eng_logo
„ლესტერს“ სერია B-ს ბომბარდირი სურს
- +

16 აპრილი. 2016. 23:00


„ლესტერის" ინტერესთა არეალში ამჯერად სერია B-ში მოასპარეზე „დელფინო პესკარას" იტალიელი ფორვარდი ჯანლუკა ლაპადულა მოხვდა. „მელიების" დამრიგებელ კლაუდიო რანიერის მისი საკუთარ გუნდში ხილვა სურს.


მიმდინარე სეზონში 26 წლის ლაპადულამ 22 გოლის გატანა შეძლო და ამჟამად გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია. მისი გადმობირება „ლესტერის" გარდა, ტურინის „იუვენტუსსა" და „ნაპოლისაც" სურთ.


ლაპადულა კარიერის სხვადასხვა ეტაპზე „პარმას" საკუთრებასაც წარმოადგენდა, თუმცა მისი პოტენციალი სრულად მხოლოდ მიმდინარე სეზონში წარმოჩინდა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ წელს სერია B-სთვის ჯანლუკა ლაპადულა ისეთივე სიურპრიზია, როგორიც ჯეიმი ვარდი პრემიერ ლიგისთვის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner