logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: გენერალური გეგმა ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს
- +

1 ნოემბერი. 2017. 16:27


თბილისის მერი დავით ნარმანია „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე - რა მთავარ პრობლემას უტოვებს „მემკვიდრეს", აცხადებს, რომ ყველაზე მთავარი მაინც  საცობები და პარკირებაა, რაც ძირითადად ავტომანქანების სიმრავლით არის გამოწვეული.

 

„თუ 2010 წელს თბილისში საშუალოდ 200 ათასი მანქანა გადაადგილდებოდა, დღეს ყოველდღიურად 400 ათასი გადაადგილდება. ავტომანქანების რიცხვი გაორმაგდა, სივრცე კი ქალაქში ლიმიტირებულია და იგივეა. რაც არ უნდა ახალი გზები ვაშენოთ, ჭკვიანი შუქნიშნები ვამონტაჟოთ, მოვაწესრიგოთ მოძრაობა და ასე შემდეგ, ეს ცალკეულ უბნებს აწესრიგებს, მთლიანად ქალაქს კი ვერ განტვირთავს. მაგალითად, პეკინზე ძალიან კარგი პროექტი გავაკეთეთ და მნიშვნელოვანია, რომ პეკინი და მისი მიმდებარე ტერიტორიები განიტვირთა, მაგრამ გადაივლი პეკინს და „ლაგუნა ვერასთან" ხვდები საცობში.

მანქანების ტექნიკური დათვალიერება აუცილებელია და გაკეთდება თავის დროზე, ისევე როგორც აშენდება 10 მრავალსართულიანი პარკინგი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ და ქალაქის მომავალ ადმინისტრაციას ვუტოვებთ გასაკეთებლად, ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

მეორე - ჩვენ მოვამზადეთ განვითარების ახალი გეგმა, რომელიც გაგრძელდება და გენერალური გეგმა ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს", - აცხადებს დავით ნარმანია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner