„ბევრი უმსგავსო ამორალური და ადამიანის დამანგრეველი ქმედებების მომსწრენი ვართ და ვიქნებით კიდეც ... რადგან, რა სიბინძურეც დაილექა, თუნდაც ამ რამოდენიმე ათწლეულში, ეს ასე ადვილად და უმტკივნეულოდ არ და ვერ ჩაივლის!" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს და აქვე აღნიშნავს, რომ ყველაზე სამწუხაროა, როცა „ვინც ამორალობას, დასმენას, გაუტანლობასა და უზნეობას გვტენიდა, დღეს მორალს გვიკითავენ..."
„ბევრ ცოდვასთან ერთად დამკვიდრდა საქართველოში ცილისწამება, მტკიცებულების გარეშე ადამიანის დადანაშაულება, შანტაჟი, ღირსებისა და პიროვნების განადგურება და ამ ყველაფერს სიტყვის თავისუფლებად ვაღიარებთ...
მეორე უკიდურესობა კი რაც უფრო ამაზრზენია, ეს არის ის სენი, ვინც თესდა და ცხოვრების წესად (მაპატიეთ ამ სიტყვისთვის) გვტენიდა ამორალობას, დასმენას, გაუტანლობასა და ყველაფერ უზნეობას, ისინი დღეს მორალს გვიკითხავენ... ეს ხალხი, ეს ადამიანები (თუ შეიძლება მათ ადამიანები უწოდოთ ) ამ სიბიძურის ქცევის ნორმად დამკვიდრებას ცდილობენ! ვითომ დაჩაგრულის დამცველებად გვევლინებიან, რომ წლების მანძილზე დაგროვილი თავისი უღირსობა, ნაძირლობა და უზნეობა გადაფარონ! ვაი ვაგლახ საქართველო ამ ყველაფრის შემყურე რა ტკივილს იტან... ჩემო სიცოცხლე საქართველო...
მე კი, სხვა ღირსეული საქართველოსთვის ვიბრძოდი და ვოცნებობდი... ვიცი, რომ ძალიან ბევრნი ვართ, მაგრამ ერთობა გვჭირდება და არა იმის მტკიცება რომ ჩემზე უკეთესი ხარ... დიახ, შეცდომა დანახული ადამიანების ერთობა გვჭირდება! ნუ მეტყვით, რომ შეუცდომელი ხართ, რადგან ეს უკვე შეცდომაა... და ბოლოს, არასოდეს, არავის შერჩენია მართალი ადამიანის დაჩაგვრა, განადგურება და ცილის წამებით მიღებული დროებითი გამარჯვება... არავის! ამ ტკივილით ვზივარ ცხოვრების მდინარესთან და ვიცი და მჯერა რომ ყველა მტერს, ცილისმწამებელს, სულის მკვლელს თუ უმადურს ჩამოატარებს მღელვარე მდინარე... ბევრს კი ჩამოათრვეს, რადგან ბევრი მათგანი რაღაცის მოლოდინშია და ხავსსა თუ ლოდს ებღაუჭება... ზოგი კი, უკვე ჩაათრია... ზოგს კი, შეუვარდება სოროში და იქიდან წამოათრევს... ასეთია ცხოვრების დაუნდობელი მართალი მდინარე.... მე კი გელოდებით ... მართლა გელოდებით", - წერს კურტანიძე.