ავტორი გიორგი კინტირაია
უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მადრიდის „რეალის" 7-იანმა ხმათა 74% მიიღო. ამგვარი შედეგი გასაკვირი არავისთვის იყო, რადგან პორტუგალიელმა „ვოლფსბურგთან" განმეორებით შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა.
მეორე ადგილზე ტურინის „იუვენტუსის" ნახევარმცველი არტურო ვიდალი გავიდა, ხოლო მესამეზე მადრიდის „ატლეტიკოს" ფრანგი ფორვარდი - ანტუან გრიზმანი.