თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში დააკავეს. ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში თურქეთიდან მიემგზავრებოდა და კიევში შესვლისას, საზღვარზე დააკავეს.
მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ქართული მხარის მოთხოვნით იძებნებოდა. მას დაუსწრებლად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.