1 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის თეატრალურ დარბაზში გაიმართა ნორჩ კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის „თბილისური აისი" - XII საზეიმო გახსნა.
სტუმრებს მიესალმა ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე, მადლობა გადაუხადა თბილისის მერიას, მონაწილეებს ბედნიერი და შინაარსიანი 5 დღის გატარება უსურვა, აღნიშნა, რომ ასეთ ფესტივალებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია შემოქმედებითი და მოტივირებული მომავალი თაობის აღზრდაში.
„პიონერფილმის" ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფესტივალის ისტორია , მისი პირველი სტუმრები და მასპინძლები. კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ სასახლეში გატარებულ წლებზე, „პიონერფილმთან" ხანგრძლივ მეგობრობაზე ისაუბრა. ფესტივალს ესტუმრნენ „პიონერფილმელები" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: მულტიპლიკატორი გია კერესელიძე, პედაგოგი ნათია ხურცია- როთი მოზარდ კინომოყვარულთა ჯგუფთან, ორგანიზაციის „ხელოვნება საზღვრების გარეშე" წევრებთან ერთად. ეკრანზე აჩვენეს ფესტივალის ისტორიის ამსახველი კადრები. მონაწილეებს მიესალმნენ „პიონერფილმის" მეგობარი გერმანიიდან როლფ ბერნი, კინომოყვარულთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დეივ უეტერსონი (დიდი ბრიტანეთი). მასპინძლებმა წარადგინეს 14 ქვეყნის გერმანიის, შვედეთის, ნიდერლანდების, ხორვატიის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, სომხეთის, რუსეთის და სხვა დელეგაციები.
ღონისძიების დასასრულს აჩვენეს კინოსტუდია „პიონერფილმის" მიერ 32 წლის წინ და ახლახან გადაღებული ფილმები „დავით მეცხრე".
სარკეებიან დარბაზში, გაიმართა კონცერტი სასახლის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილოებით.