ავტორი ნინი ჩოქური
„რეპორტიორთან" საუბარში, ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ ციხეშია.
„სააკაშვილის სახით, საქართველოს მოუშორებელი ჭირი სჭირს. მე დიდი სურვილი მაქვს, ციხეში ვიხილო, მაგრამ არ მინდა, რომ მაგის აქ ჩამოყვანას რაიმე პრობლემები და ხალხის დაპირისპირება მოჰყვეს. ხალხში ძალიან დიდი აგრესიაა დაგროვილი სააკაშვილის მიმართ და ხელისუფლებამ ისე უნდა მოახერხოს, რომ მის აქ ჩამოყვანას პრობლემები არ მოჰყვეს, თორემ, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს ყველა იმ დანაშაულის გამო, რაც მან ქვეყნის და ერის წინაშე ჩაიდინა", - განაცხადა ია მეტრეველმა.