logo_geo
eng_logo
ირმა სოხაძე: ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა...
- +

1 ნოემბერი. 2017. 20:38


სად არის საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადგილი - უკრაინულ პოლიტიკაში თუ ქართულ ციხეში - ამ საკითხზე „რეპორტიორთან" საუბარში თავისი მოსაზრება მომღერალმა ირმა სოხაძემ დააფიქსირა.

 

„არ ვარ რევანშისტი და სიამოვნებას არავის დასჯა არ მგვრის, თუმცა, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. მაგრამ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და ცალსახა პასუხი არ მაქვს.

 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვისურვებდი, რომ დამშვიდდეს და დაანებოს თავი საქართველოს და უკრაინას, ეს მისთვისაც უკეთესია და ამ ქვეყნებისთვისაც. დანარჩენი კი მართლმსაჯულების და ამ ორი ქვეყნის სუვერენული საკითხებია", - განაცხადა ირმა სოხაძემ. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner