მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მოკლედ ორი კარგი სახლი უნდა ავაშენოთ, ერთი აუტიზმის ეროვნული ცენტრი და მეორე - ბერი ანდრიას ფონდისათვის ონკოლოგიური ბავშვების რეაბილიტაციის სახლი. უნდა ავდგეთ და ავაშენოთ სხვადასხვა რესურსით, პირადი თუ კორპორატიული. პარალელურად სოლიდარობის ფონდსაც დავეხმაროთ, რომ ბავშვებმა სიცოცხლე შეძლონ. ამაზე პრიორიტეტულს ვერაფერს ვიზავთ. ამიტომ ვისაც გაქვთ სურვილი ორგანიზაციებს, რომ ჩვენი საახალწლო საჩუქრებში გადახდილი თანხების მობილიზება გავაკეთოთ და ერთიანად გადავნაწილდეთ ამ სამი დიდი ამბისთვის, გავერთიანდეთ. მომწერეთ ინბოქსში", - წერს კობახიძე.