ავტორი ნინი ჩოქური
„მიშას ხილვას ვისურვებდი, გლდანის ციხეში, სადაც ასობით ადამიანი აწამა და დაასრულებინა სიცოცხლე ", - აცხადებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია „რეპორტიორთან" საუბარში.
„2013 წლის შემდეგ მიშა არის მარიონეტი, რომელსაც გარკვეულ სიტუაციებში პოლიტიკური სცენებში როლებს აძლევენ, თუმცა ის თავის როლს ვეღარ ასრულებს, მისი ადგილი არ არის უკრაინულ პოლიტიკაში. ის ვერ ქმნის ვერანაირ ამინდს ამ სიტუაციაში და აქედან გამომდინარე არის აბსოლუტურად ორიენტირდაკარგული, აკეთებს სულელურ განცხადებებს, ცდილობს გარკვეული თემები გამოიტანოს, ვიღაც დააშანტაჟოს, ვიღაც შეაშინოს და ამ გზით მიიღოს პოლიტიკურ სპექტაკლში ახალი როლი, მაგრამ ნაკლებად მგონია, რომ დღევანდელ სიტუაციაში მასზე ვინმე ფსონს დადებს",- განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.