logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ახლა, მთელი მსოფლიო კითხულობს შეფასებას, სადაც წერია, რომ...
- +

1 ნოემბერი. 2017. 21:44


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ახლა მთელი მსოფლიო კითხულობს შეფასებას, სადაც წერია: უკეთესია საქართველოში ჩადოთ ინვესტიცია, უკეთესია საქართველოში დაიწყოთ ბიზნესი!

 

მსოფლიო ბანკმა „Doing Business"-ის 2018 წლის რეიტინგში საქართველო 7 ადგილით დააწინაურა და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაიყვანა. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ათეულში ვართ!

ეს ნიშნავს, რომ 7 ადგილით დაწინაურდა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შეფასება, გატარებული რეფორმები, 7 ადგილით გაუმჯობესდა საინვესტიციო გარემო, საკუთრების და მეწარმეთა უფლებების დაცვა, ენერგეტიკის სექტორის უსაფრთხოება და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და პარტნიორებთან მთავრობის კოორდინაციის ეფექტურობა.

 

ჩვენი მმართველობის პირობებში ბიზნეს სექტორში 133 000 ადამიანით მეტია დასაქმებული; საგადასახადო რეფორმის შედეგად ბიზნეს სექტორს რეინვესტირებისა და განვითარებისთვის 2017 წელს დარჩა 360 მლნ. ლარით მეტი" , - წერს თალაკვაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner