ციხისძირის აგარაკები, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ, განადგურების პირასაა. ნაგებობები კერძო პირთა საკუთრებაშია, თუმცა, როგორც ჩანს, მათი ბედი არ ანაღვლებთ. არასამთავრობოების ერთი ნაწილი კი გულგრილობაში სახელმწიფოს ადანაშაულებს.
ბრალდებებს უარყოფენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.